„დოიჩე ველე“ - აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო სწავლობს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთში 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაზე

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო სწავლობს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთში, დამატებით, 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნასთან დაკავშირებით. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ შესაბამის გეგმას პენტაგონი თეთრ სახლს დღეს წარუდგენს.

ანონიმური წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ წარმოადგენს ირანის მხრიდან წამოსულ მუქარებზე პასუხს. ოფიციალური პირები ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.

გარდა ამისა, პენტაგონი განიხილავს რეგიონში დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ისა და დამატებითი ხომალდების გაგზავნას. აშშ-სა და ირანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანმა ოფიციალურად შეწყვიტა ბირთვული შეთანხმების ზოგიერთი ვალდებულების შესრულება, რომელიც 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ერთად გააფორმა და რომელიც აშშ-მა ცალმხრივად პირველმა დატოვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს