„ჯორჯიან მანგანეზი“ კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომპანიაში თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომითი ანაზღაურება 1002 ლარია, ამასთანავე, ხელფასთან ერთად, დასაქმებულები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით. სადაზღვევო მომსახურებით, 3116 თანამშრომელთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობებია:

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი;

კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების - 924 ლარია;

კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში, საშუალოდ, შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ია, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %.

ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია;

„ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება, ჯამში, 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე