აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ახალგაზრდები ისრაელის და ამერიკული ცივილიზაციის გარდაცვალების მომსწრენი გახდებიან

ირანელი ახალგაზრდები ისრაელის და ამერიკული ცივილიზაციის გარდაცვალების მომსწრენი გახდებიან, - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„თქვენ, ახალგაზრდები დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ კაცობრიობის მტრების, ამერიკული ცივილიზაციის და ისრაელის გარდაცვალების მომსწრენი გახდებით“, - განაცხადა ხამენეიმ სტუდენტებთან შეხვედრისას. თუმცა, მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, ირანის სულიერმა ლიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-სთან ომი არ უნდა დაიწყოს. თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს