მამუკა ბახტაძე ჭიათურის მაღაროელებს და კომპანიას მიმართავს, დროულად ჩამოყალიბდნენ  მისაღებ შედეგებზე

მინდა მაღაროელებს და კომპანიას ვთხოვო რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება, ადგილზე სამედიცინო მომსახურება, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონდე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელებმა სპროტესტო აქციები 18 მაისს დაიწყეს და ამ დრომდე გრძელდება. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა