27-28 მაისს თბილისში დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი გაიმართება

27-28 მაისს თბილისში დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დიასპორის წარმომადგენლები ჩართონ. ბახტაძის ინფორმაციით, დიასპორის წარმომადგენლებმა თავიანთი ინიციატივები მოამზადეს, რომელიც მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრებში აისახება.

„27-28 მაისს თბილისში ვუმასპინძლებთ დიასპორის წარმომადგენლებს. გაიმართება ტრადიციული ყოველწლიური ფორუმი. ჩემი გადაწყვეტილებით, დიასპორასთან ურთიერთობა აყვანილია პრიორიტეტულ საკითხთა სიაში. ამავე დროს, ახალი კონსტიტუციით, გვევალება ქართულ დიასპორასთან გვქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობები. ჩემი ამოცანაა ის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ძალიან ბევრი ნიჭიერი, ერთგული პატრიოტი ადამიანია, რომელიც იძულებული იყო თავის დროზე დაეტოვებინა საქართველო და ჩვენი ამოცანაა თითოეული მათგანის ენერგია მოვახმაროთ ჩვენი სამშობლოს მშენებლობას. მოგეხსენებათ, სპეციალური საგრანტო პროგრამაც დავაწესეთ. ამასთან ერთად ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა მოამზადეს თავიანთი ინიციატივები, რომელიც დარწმუნებული ვარ აისახება მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრებში“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა