სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება

სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი გამოყენებული არ არის, რის გამოც მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოდის მთავრობის სხდომაზე. ამ საკითხზე დიდი ხანია მიდიოდა მუშაობა. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და ის მოითხოვდა დაცვას და რეალური ნაბიჯების გადადგმას. ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების მოცულობა გავზარდოთ. ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს