ანტონიო გუტიერეში - გაერო-ს უშიშროების საბჭო პარალიზებულია

გაერო-ს უშიშროების საბჭო პარალიზებულია და მსოფლიო საფრთხეების გათვალისწინებით, ეს ძალიან შემაშფოთებელია. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაძე ძლიერ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა დისფუნქციურია ისე, როგორც არასოდეს. ამის მაგალითად მან ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი დაასახელა. ამიტომ, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გაერო-ს უშიშროების საბჭოში ნაყოფიერი მუშაობა.

„როდესაც ჩვენთან ნამდვილი კრიზისია, მაგალითად, სირიისა და ირანის გარშემო, თითქმის შეუძლებელია უშიშროების საბჭოში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა გუტიერეშმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს