თამარ ჩუგოშვილი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების საკითხს გამოეხმაურა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარი კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეისწავლოს.

"თუ მართლა ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევას, რა თქმა უნდა, კომპეტენტურმა ორგანოებმა და სახალხო დამცველმა უნდა შეისწავლოს და ფაქტი დაადგინოს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს კანონმდებლობა, რათა მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.

„ჩვენ სწორედ იმისთვის გვჭირდება კანონმდებლობა, რომ მსგავს ფაქტებს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდეს და თუ იქნება, მაშინ მოყვეს შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

შეგახსენეთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს, რომელიც ამავე დროს ბათუმის საკრებულოს წევრია, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა