მაია ცქიტიშვილმა და პარიზის რეგიონის დელეგაციამ თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები განიხილეს

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის, იგივე პარიზის რეგიონის, დელეგაცია მიიღო. დელეგაციას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მაია ცქიტიშვილმა რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა შეხვედრაზე თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები განიხილეს.

უწყების ცნობით, მუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში, მხარეებმა ისაუბრეს ურბანული დაგეგმარებისა და კურორტების განვითარების საკითხებზე. თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოითქვა ინვესტიციების მოზიდვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და პროფესიული განათლების მიმართულებებით.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს