უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების საყოველთაო რეფერენდუმზე დაყენების საკითხს საკანონმდებლო ინიციატივის სახე არ გააჩნია, არამედ, ეს არის საშუალება გაირკვეს საზოგადოებრივი აზრი. ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მოვუსმინოთ. ეს არ არის საკანონმდებლო რეფერენდუმი, არამედ ინფორმაციული: რას ფიქრობთ მოქალაქეებო. ეს ადამიანებთან ნორმალური საუბარია“ , - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ბოგდანმა 21 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს რეფერენდუმის გამართვას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების საკითხზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს