ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით  გზის გაყვანის სამუშაოები  დაახლოებით 2 დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა დაახლოებით 2 დღეა უკვე, რაც გაჰყავს.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს ადგილზე მობილიზებული ჰყავს გზის სამშენებლო ტექნიკა.

„აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობა დაიწყო ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს. გზა სავარაუდოდ, ამავე მიმართულებით მიჰყავთ. ჩიჩხიტურის კოშკამდე ჯერ არ მისულან, კოშკამდე დარჩენილი აქვთ ალბათ 1-1,5 კმ, შეიძლება მეტიც“, - განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.

ზვიად ანანიაშვილის თქმითვე, აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.

"ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს მუშაობენ შეუჩერებლად" - რას ჰყვება გიდი დავით-გარეჯში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზის გაყვანა დაიწყეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა