გლდანში ”ორი ნაბიჯის” ქურდობის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე გლდანში მარკეტ ,,ორი ნაბიჯში" ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: გლდანში "ორი ნაბიჯის" ქურდობის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს