იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება.

43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს აქვს შეტანილი. კანდიდატებს შორის არიან, იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრები: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო და რევაზ ნადარაია.

ამასთან, კანდიდატებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირვანდელ სიაში დასახელებული პირები, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. მათ უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

საბჭოში კი დღის წესრიგით, ოთხი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული. განსახილველ საკითხებს შორის არის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთა დანიშვნის შესახებ საკითხი.

სააპელაციო სასამართლოში, კოლეგიებისა და პალატის წევრთა გადაადგილებაზე, საბჭომ გასულ სხდომაზე იმსჯელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის განიხილავს საბჭო, სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის პოსტზე.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის სკოლის მსმენელთა მისაღები კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს