მამუკა ბახტაძემ რობერტ რედფილდს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორ რობერტ რედფილდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ქართული მხარის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

მათივე ინფორმაციით, ისაუბრეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ერთიანი ჯანდაცვის ჭრილში. ხაზი გაესვა ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციის მნიშვნელობას ჯანდაცვის მხრივ საფრთხეების თავიდან აცილების საკითხში.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის მიზანია, რობერტ რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და CDC-ის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.

საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. CDC უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელების და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, რესპირატორული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია და ა.შ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა