გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

როგორც გაფიცული მაღაროელი გელა ბაძგარაძე „ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, მათი პროტესტი გრძელდება.

„წუხელ ამოიკერა სამმა მაღაროელმა პირი. ადმინისტრაციამ არ დააკამყოფილა ჩვენი მოთხოვნები, რაც გახდა პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზეზი. გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ შემოთავაზება მიუღებელია. ჩვენ გვერდითაა თითქმის მთელი ქალაქი და გაფიცვა გაგრძელდება", - განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

ჭიათურაში მაღაროელები მერვე დღეა გაფიცული არიან. პარალელურად, რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა