IDFI - ბოლო 5 წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე მეტი მოთხოვნით 2018 წელს მიმართეს

IDFI-ის კვლევის თანახმად 2017 წელს ფარული მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, არ მოჰყოლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში აპროტესტებენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში 2017-2019 წლებში ფარული მიყურადების რეგულირებისა და პრაქტიკის თაობაზე კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში ფარული მიყურადების შუამდგომლობების განხილვისა და დაკმაყოფილების რაოდენობა გაორმაგებულია.

ამასთან, კვლევის თანახმად, საგამოძიებო ორგანოებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს.

“IDFI-ის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, მედიაში გაჟღერებული ფაქტების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 2017 წელს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ახლებულად მოწესრიგდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ტექნიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება, არ მოჰყოლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია კამპანია „ეს შენ გეხებას” ფარგლებში აპროტესტებენ.

ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეგლამენტირებული ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის. აღნიშნულს ადასტურებს მაკონტროლებელი ორგანოს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების ფაქტები, რაც გამოწვეულია ინსპექტორისთვის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების წარუდგენლობის ან/და წარდგენილ დოკუმენტებში მონაცემების ბუნდოვანება-უზუსტობით.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რიცხვი. გაიზარდა ასევე დაკმაყოფილების წილი 86%-დან 96%-მდე”, - აღნიშნულია კვლევაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2017-2019 წლებში გაზრდილია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც.

„ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს. გაზრდილია ასევე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილი. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.

„საგულისხმოა, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რიცხვი“, - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება