გიორგი მიქაუტაძე - უარს ვამბობ სააპელაციო  სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და დაწინაურებაზე, თუმცა მაქვს უფლება, უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის და განაცხადს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ტოვებს.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დღეს გაიმართება. კონკურსანტებს შორისაა გიორგი მიქაუტაძეც. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას განცხადი ორი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდა შეტანილი, კერძოდ კი, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში, თუმცა ცოტა ხნის წინ მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ისაუბრა.

"ორ ვაკანსიაზე აღარ მაქვს განაცხადი. უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე. საბჭოს ვთხოვ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილოს, მხოლოდ და მხოლოდ, იქ სადაც ამჟამად ვარ გამწესებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ვინაიდან, ჩემი ვადაც ბევრი აღარ არის დარჩენილი, დაახლოებით 2 წლამდე დრო დარჩა, მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა