მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით იქნება დასაშვები

მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით იქნება დასაშვები.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას ეხება.

პროექტით დგინდება ვალდებულება, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად და მარტივი ენით განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და მისი განხორციელების მექანიზმის/წესის შესახებ.

მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული საშუალება უნდა იყოს მარტივი. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის უნდა მიეცეს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ.

დაუშვებელი იქნება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელებისათვის დაწესებული იქნეს საფასური ან სხვა შეზღუდვა.

საკანონმდებლო პეკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 27 მაისის სხდომაზე წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა