საქსტატი 2018 წლის შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება.

2018 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 83.0 პროცენტი შეადგინა.

შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 760.7 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 426.5 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლად. 2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7 პროცენტი), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4 პროცენტი). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9 პროცენტი) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9.0 პროცენტი).

ფულადი შემოსავლების და ტრანსფერტების პროცენტული განაწილება 2018 წელს:

საჩუქრად მიღებული ფული 9.0%, უცხოეთიდან მიღებული გზავნილები 4.3%, პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები 17.9%, ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან) 1.5%, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან 6.2%, თვითდასაქმებიდან 11.4%, დაქირავებული შრომიდან 49.7%.

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე - 312.2 ლარს უტოლდება.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 66.8 პროცენტი შეადგინა.

საშუალო თვიური ხარჯების განაწილება ძირითადი კატეგორიების მიხედვით, 2010-2018 წლებში ასეთია: შინამეურნეობების შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 749.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლად 415 მილიონ ლარს უტოლდებოდა. 2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტული განაწილება 2018 წელს ასეთია: სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე 37.4%, საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე 13.0%, ჯანმრთელობის დაცვაზე 12.5%, ტრანსპორტზე 10.7%, განათლებაზე 3.4%, სხვა სამომხმარებლო ხარჯები 14.5%, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 4.4.%, საოჯახო მოხმარების საქონელზე 4.1%.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია