ამირან გამყრელიძე - ყველა მშობელს უმორჩილესად ვთხოვთ, თუ ბავშვი არ არის აცრილი  წითელაზე ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან

თუ ბავშვი წითელაზე 1-დან 5 წლის ასაკამდე ორჯელ არ არის აცრილი, აუცილებლად ასაცრელია, რადგან წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "დღეს, ბაღებში და სკოლებში, ბავშვების წითელაზე ასაცრელად რეგისტრაცია მიმდინარეობს.

"ჯერჯერობით წითელას სტაბილიზაცი არის და მცირდება შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ჯერ კიდევ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას აცრისკენ, რადგან წითელას ვერაფერი ვერ შეაჩერებდა აცრების გარდა. წელს დამატებით უკვე 140 000 ადამიანი ავცერით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს მიმდინარეობს ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია, ასევე სკოლებში პირველკლასელების, ასე რომ, ყველა მშობელს უმორჩილესად ვთხოვთ, გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. თუ ბავშვი არ არის აცრილი ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან, რადგან წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონს, რა დროსაც ტკიპები აქტიურობენ, ამირან გამყრელიძის თქმით, ტკიპები დათბობისთანავე დაიწყებენ სხვადასხვა დაავადებების გადატანას.

"უკვე, როგორც კი თბება, ტკიპებს გადააქვთ სხვადასხვა დაავადებები. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფრთხილად", - აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა