გედევან ფოფხაძე - როდესაც ივანიშვილის თანდასწრებით ვთქვი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრობაზე გვაქვს პრეტენზია და მარიხუანას კულტივაციაზე საუბარი არ უნდა იყოს, მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკოსი ამ ტერმინებით არ უნდა ლაპარაკობდეს

როდესაც ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით დავაფიქსირე პიზიცია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ყოფნაზე გვაქვს პრეტენზია და აქ საუბარი არ უნდა იყოს მარიხუანას კულტივაციაზე იდეის დონეზე, მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკოსი ამ ტერმინებით არ უნდა ლაპარაკობდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრები პარლამენტში ინდივიდუალურ დონეზე შეზღუდულები იყვნენ და მოიყვანა მაგალითი მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ინდივიდუალურობის თვალსაზრისით ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან შეზღუდულები ვიყავით. იყო საკითხები, რომლებზეც გეუბნებიან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ ვინ გადაწყვიტა, სად ჩატარდა კენჭისყრა, როდის გადაწყვიტა პარტიამ? მაგალითად, მარიხუანას კულტივაციას მოახდენდა, მთელ საქართველოს დაფარავდა მარიხუანით და ამით სიკეთეს მოიტანდა? კორპორაცია, რომელიც უნდა შექმნილიყო, რა მიზნით აკეთებდა ამას, არც კანონში და არც იდეის დონეზე არავის გაუგია. იდეის ავტორებს რა უნდოდათ, მე ბოლომდე ვერ გავიგე და თუ ვინმეს აქვს ნათელი წარმოდგენა, ესეც შეიძლება იყოს პარტიის პოზიცია იმის მერე, რაც საპატრიარქომ გამოაცხადა პროტესტი და ამის გათვალისწინებით დასრულდა ეს თემა. ვიყავით საპატრიარქოს მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც შსს-ს წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით და ხელისუფლების პოზიციაც ძალიან არამყარი იყო და არა - ცალსახა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანი ან საპატრიარქოს პოზიციას უნდა მიემხროს, ან ნებისმიერ ფასად სარგებლის მიღების პოზიციას.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით დავაფიქსირე პოზიცია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ყოფნაზე გვაქვს პრეტენზია და აქ საუბარი არ უნდა იყოს მარიხუანას კულტივაციაზე იდეის დონეზე, მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკოსი ამ ტერმინებით არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. აქ ყველაზე სწორია, რომ ან ხარ საპატრიარქოს მოკავშირე და აღიარებ ისტორიულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ან გიკავია პოზიცია - სარგებელი ნებისმიერ ფასად. თუ ეს უკანასკნელია, მაშინ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე საუბარი უკვე ცინიზმია. თუ შენი ამოცანაა, მოაწონო თავი საპატრიარქოს და ითამაშო, ამას ფარისევლობა ჰქვია. არ მინდა, ბრალად წავუყენო ვინმეს, რომ ფარისეველია, მაგრამ 12 მაისის ზეიმს უმრავლესობა რაღაც დონეზე მაინც იყენებს პოლიტიკური მანიპულაციების საგნად. თუ შენ საზოგადოებრივ მაუწყებელში ადამიანს ნიშნავ იმის მიუხედავად, რომ ის პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და მერე ამბობ, რომ შენთვის პატრიარქი ღირებულია, ესეც ფარისევლობაა“, - აღნიშნა ფოფხაძემ „360 გრადუსში“.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა