შსს-ს ცნობით, ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

პოლიციამ ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

შსს-ს ცნობით, უწყების სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ახალქალაქში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს.

„ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ახალქალაქში კ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული კიმ კუნგოიანი ოპოზიციის მხარდამჭერია. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის" ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აშოტ რაისიანმა გავრცელა. რაისიანის თქმით, სამართალდამცავებმა კუნგოიანს იარაღი ჩაუდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი