ქუთაისში ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა და მოქალაქეებმა ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და რეგონების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს.

"ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვა ქვეყანაში უნდა იყოს პრიორიტეტი. ჭიათურა კარგი მაგალითია, როგორ არიან ადამიანები და როგორ არის შრომითი პირობები დაცული ამ ქვეყანაში. ჭიათურის მსგავსი პრობლემებია მთელს ქვეყანაში, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროებს და მთელ ჭიათურას. ამავდროულად, ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში და მოვუწოდებთ მათ, მეტად იზრუნონ რეგიონებზე და მოსახლეობაზე. ქვეყნის დამოუკიდებლობა გულისხმობს, ადამიანების დამოუკიდებლობას და დაცვას ამიტომ, 26 მაისს სიმბოლურად დავამთხვიეთ ", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში გუშინაც გაიმართა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა