კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დავით გარეჯის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

"ქართული ოცნების "გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დავით გარეჯში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში შექმნილია შესაბამისი კომისია. კალაძე დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

"დავით გარეჯში მომლოცველების მისვლა, ასვლა-ჩამოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, შემქნილია შესაბამისი კომიასია. ამაზე გუშინაც ვისაუბრე. დარწმუნებული ვარ, ყველა გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული - რადგან ეს ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემაა თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღეებული, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი", განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს