მამუკა ბახტაძე - ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი მშვიდობისთვის, უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება

სრულიად საქართველოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული დღესასწაული. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თაობები იბრძოდნენ, რომ შემდგარიყო დღევანდელი დღე, საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი მშვიდობისთვის, უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება. მე, კიდევ ერთხელ მსურს ყველას, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, ვისაც ამ წლების განმავლობაში წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში - ყველას მადლობა გადავუხადო", განაცხადა ბახტაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს