მარიამ ჯაში - ძალიან გვახარებს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო სახალხო ზეიმის სახეს იღებს ეს დღე

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, სასიხარულოა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, 26 მაისი სახალხო დღესასწაულად იქცა.

"საქართველოს თვითმყოფადობისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, ძალიან გვახარებს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო სახალხო ზეიმის სახეს იღებს ეს დღე. ტრადიციად იქცა არა მხოლოდ 26 მაისის მილოცვა, არამედ სახალხო პრეზენტაციებში და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ ჩვენი ქვეყნის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ოკუპაციაა,მომდევნო წლებში იყოს გადაჭრილი",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს