ლევან დავითაშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს და  სწორედ ამიტომ არის ამ დღის სლოგანი - “ეს დღე ჩვენია“

26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს სახალხო დღესასწაულით აღნიშნავს, - განაცხადა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს და სწორედ ამიტომ არის ამ დღის სლოგანი - “ეს დღე ჩვენია“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით “ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. მათ კოორდინაციას მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს