გიორგი გახარია - თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა

თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, დამოუკიდებელ ქვეყანაში ,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისთვის ჩავიდა.

“ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ და რა თქმა უნდა, ძალზედ სიმბოლურია რომ შს სამინისტრო ამ დღეს ზეიმობს ზუგდიდში, რადგან წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება ერთიანი ქვეყნის გარეშე. პირველ რიგში ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან ამ დღის აღქმა ბევრად მძაფრი და ემოციურია. ჩვენთვის ამ დღის სამეგრელოში აღნიშვნა აბსოლუტურად სიმბოლურია და ჩვემ გვინდა ყველამ ერთად დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში. გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თოთოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, დამოუკიდებელ ქვეყანაში,- განაცხადა გახარიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს