ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ესტუმრა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ოჯახში ესტუმრა. ინფორმაციას პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.

მმართველი გუნდის კანდიდატმა ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის ოჯახს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კაპიტანი ყიფიანი 1921 წლის 24 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან მარტო დარჩენილი შეებრძოლა საოკუპაციო არმიის დანაყოფს. მის შესახებ გენერალი გიორგი კვინიტაძე წერდა, რომ არასოდეს უნახავს სამხედრო უფრო მამაცი და შეუპოვარი, როგორიც კაპიტანი ყიფიანი.

ლადო კახაძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ინიციატივით, რომ ალექსანდრე ყიფიანს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს