დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე, ასეთ შემთხვევაში, რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა

სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურელი მაღაროელების შესახებ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, შაბათს შეხვდა და მაღაროელებს ესაუბრა.

„ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატების არის ჩვენი უშუალო ვალდებულება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ. რაც შეეხება ხელფასების მატებას, უნდა შეიქმნას იმის საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც კი აქვს რომ მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის",- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა