ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია - „სამართლიანობისთვის" შექმნა

ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, რომლის სახელწოდებაა „სამართლიანობისთვის". ამის შესახებ ეკა ბესელიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამართლიანობა იყო 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი.

პარტიის ყრილობა 20 ივნისს გაიმართება.

ყრილობამდე ცნობილია, რომ პარტიის ლიდერები იქნებიან: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და პოლიტიკოსებთან.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს