ნინო ლომჯარია - სახელმწიფოსთვის სოციალური სამსახურის გაძლიერება პრიორიტეტი უნდა გახდეს

სახელმწიფოსთვის სოციალური სამსახურის გაძლიერება პრიორიტეტი უნდა გახდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიაპარლამენტში განაცხადა.

„მხარს ვუჭერდი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მიმაჩნია, რომ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაწყებული სოციალური პრობლემებით, ბავშვთა უფლებების დაცვით და ა.შ. ვერც ერთი ეს პოლიტიკა ვერ იქნება ეფექტური თუ ვერ და არ იქნება სოციალური სამსახური ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი პროცესები დაიწყო ამ მიმართულებით, მას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა, მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი სოციალური სამსახური, ალბათ, ამ რეფორმებს ვერ მივიყვანთ ბოლომდე. სახელმწიფოსთვის სოციალური სამსახურის გაძლიერება უნდა გახდეს პრიორიტეტი“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ანგარიშს წარადგენს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა