დავით მათიკაშვილი ჟურნალისტებს - გთხოვთ, დაუსვათ შალვა შავგულიძეს კითხვა, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები

გთხოვთ დაუსვათ შალვა შავგულიძეს კითხვა, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შავგულიძე იმ ადამიანებთან ერთად იბრძვის, რომლებმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს.

„გთხოვთ, დაუსვათ შალვა შავგულიძეს კითხვა, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები. დღეს შალვა შავგულიძე სწორედ იმ ადამიანთა გვერდით დგას, რომლებმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, სად არის აქ მორალური კუთხით გამართლება?"- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მორალური გამართლება აქვს ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას, მათიკაშვილი პასუხობს, რომ მურუსიძე მოქმედი მოსამართლეა და მისი შეფასება, პოლიტიკოსების მხრიდან მართებული არ არის.

"ერთია, როდესაც ვსაუბრობთ მოსამართლეზე, რომელიც დღესაც კი ახორციელებს სამოსამართლეო საქმიანობას და მისი შეფასება, როგორც მოსამართლის, პოლიტიკოსების მხრიდან არ იქნებოდა გამართლებული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს