პროკურატურა გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

გორის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული ი.ნ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ.გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში, ი.ნ.-მ ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის გოგონა შეიტყუა, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა.

მისივე ცნობით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი.ნ.-მ არასრულწლოვანს მკვრივი-ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ნ.-მ გოგონას გვამი ქ.გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ი.ნ. 2018 წლის 26 ოქტომბერს ქ.გორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა