გენპროკურატურის წარმომადგენლის ცნობით, ფონდ „იავნანასთან“  დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ამ საკითხზე სახალხო დამცველის კითხვას უპასუხა.

„გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიდინარეობს 180-ე, 182-ე მუხლით. ამ ეტაპზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება და ისევ ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. ასეთია მოცემულობა“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგნელმა.

შეგახსენებთ, ფონდ იავნანასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა საქმეს თანხების სავარაუდოდ არამიზნობრივად ხარჯვასთან თაობაზე იძიებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს