ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო 3 ივნისს გამოაცხადებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლო 3 ივნისს გამოაცხადებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მჯავრდებულმა არასრულწლოვნებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

როგორც ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, მსჯავრდებულებმა მოკლედ ისაუბრეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კაკაბაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდება ერთადერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც მისივე თქმით, 10-ჯერ შეცვალა ჩვენება.

დღესვე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს ლოზუნგით "აღასრულე სამართალი".

პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 3 ივნისის, 12:00 საათზე გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი