პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რატომ არ ჩატარდა ია კერზაიას საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა

მინდა გითხრათ, რომ ყველა პირი, ვისაც შეიძლებოდა შემხებლობა ჰქონოდა ია კერზაიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხულები არიან, - ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაიკითხნენ სხვა სკოლის დირექტორებიც, რომელთა სკოლები ასევე შემოწმდა, თუმცა მათ რაიმე სახის ზეწოლა უარყვეს.

„საუბარი იყო, რომ არ დაიკითხნენ მნიშვნელოვანი მოწმეები და არ დაიკითხნენ ის პირები, ვისაც ბაჩანა შენგელია ასახელებდა. მინდა გითხრათ, რომ ყველა პირი, ვისაც შეიძლებოდა შემხებლობა ჰქონოდა ია კერზაიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხულები არიან. მათ შორის თქვენს მიერ ნახსენები აუდიტის სამსახურის უფროსი, აგრეთვე ყველა ის სკოლის დირექტორი, ვისი სკოლებიც, ია კერზაიას მსგავსად შემოწმდა, დაკითხულები არიან და მათ კატეგორიულად უარყვეს რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია ან ზეწოლის ფარგლები. დაიკითხნენ განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები, სკოლის პერსონალი, კანცელარიის თანამშრომლები, დირექტორები. აგრეთვე დაიკითხნენ სახალხო დამცველის წერილში მითითებული პირები. სახალხო დამცველს წარმოდგენილი ჰქონდა პირთა სია და ახსნა-განმარტებები, ვის დაკითხვასაც ითხოვდა ბაჩანა შენგელია და ადვოკატი. აბსოლუტურად ყველა პირი არის დაკითხული,“ - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება ვიდეოკამერების ჩანაწერებს, პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც ბაჩანა შენგელიამ საგამოძიებო უწყებებს მიმართა, ვიდეოჩანაწერების შენახვის ერთთვიანი ვადა უკვე გასული იყო და შესაბამისად, ის აღარ არსებობდა.

„როდესაც ბაჩანა შენგელიამ საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების თაობაზე მიმართა, მაშინ უკვე გასული იყო შენახვის ერთთვიანი ვადა. მაშინ უკვე არ არსებობდა ვიდეოჩანაწერების ერთთვიანი ვადა. შესაბამისად, ობიექტური მიზეზის გამო, ერთი თვის გასვლის გამო ჩანაწერები არ არსებობდა“, - აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება ექსპერტიზის საკითხს, პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, „სადაც არის გარდაცვალება, ინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლისთვისაც სპეციალური კითხვები ისმება, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი“. მისივე თქმით, ამ დროს არსებითია გვამის გაკვეთა, რაც მოცემულ შეთხვევაში, ბაჩანა შენგელიას თხოვნით, არ მომხდარა.

„რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, მოგეხსენებათ, რომ ექსპერტიზის დანიშვნის დროს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, როდესაც დაინიშნა ექსპერტიზის დასკვნა, პროკურატურამ გამოითხოვა მასალები და სრულად წარუდგინა ექსპერტიზას აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაცია, მაგრამ არსებითი გახლდათ გვამის გაკვეთა. სამწუხაროდ, რამდენად ობიექტური მიზეზია, არ ვიცი, მაგრამ თავად ბაჩანა შენგელიას მოთხოვნით გვამის გაკვეთა არ მომხდარა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ამიტომ ექსპერტიზა არ ჩატარდა. ეს არის ობიექტური მიზეზი, რის გამოც ექსპერტიზა ვერ ჩატარდა და არა იმის გამო, რომ პროკურატურამ რაღაც კითხვა არასწორად დასვა ან არ დასვა,“ - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა