ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით როინ ზოიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

როგორც ბათუმის საკრებულოში განაცხადეს, მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღებს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ როინ ზოიძემ გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობის გამო მიიღო და იგი გუნდის წევრად რჩება.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ როინ ზოიძეს სიის მიხედვით გელა დეკანაძე ჩაანაცვლებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს