„აქოლისი“ - მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამხანოგობა „აქოლისიდან “ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამხანაგობა „აქოლისი“ დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს და მათ მოსაზრებებს ისმენს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, 25 მაისს, მედიის წარმომადგენლებთან შედგა. მედიატურს საინფორმაციო სააგენტოსა და ტელევიზიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვდრა ორი ნაწილისაგან შედგებოდა.

თავდაპირველად, ამხანაგობა „აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ ჟურნალისტებს „აქოლისის“ საქმიანობა, ჩატარებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო. ხოლო, შემდეგ ჟურნალისტებმა ქალაქგეგმარებითი ჯგუფის წარმომადგენლის ლადო ვარდოსანიძის მოხსენება მოისმინეს სახელწოდებით - „ქალაქგეგმარების მნიშვნელობა ქალაქ მცხეთის მაგალითზე“.

სივრცითი დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა პაატა შანშიაშვილმა ჟურნალისტებს ქალაქგეგმარებითი საკითხების გაშუქების სპეციფიკა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გააცნო. მედიატურის პირველი ნაწილი, ნინო ანთაძის მოხსენებით დასრულდა. იგი დამსწრეებს ექსპერტთა საერთაშორისო შეხვედრის კონცეფციასა და საბოლოო რეკომენდაციებზე ესაუბრა.

მედიატურის მეორე ნაწილი „უცნობი მცხეთის“ მონახულებას გულისხმობდა. ჟურნალისტებმა ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიკოსთან ქეთი აბაშიძესთან ერთად მცხეთის კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია და კარსნის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს