კსუ-ში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კონფერენცია კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. ასევე, სიტყვით საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი წარსდგნენ.

„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის 270 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი, 15 სექციასა და ქვესექციაში გადანაწილდა: საერთაშორისო ურთიერთობები (3 ქვესექცია), ჟურნალისტიკა (2 ქვესექცია), ირანისტიკა, სამართალი (2 ქვესექცია), მედიცინა (2 ქვესექცია), ბიზნესი (3 ქვესექცია), მევენახეობა-მეღვინეობა. ასევე სტუდენტებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში, მომავალ სტუდენტთა სექციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებს, ამავე დღეს, საშუალება ჰქონდათ კსუ-ს სამხატვრო სტუდიის გამოფენა დაეთვალიერებინათ (სტუდიის ხელმძღვანელი მაკა ტაბიძე).

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის მიზნებია: საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთა სამეცნიერო კავშირების ფორმირება; სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება; სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება“,- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს