დიდუბეში სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს

დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპორტული მოედნები სამ მისამართზე უკვე განახლდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი ბელიაშვილის ქუჩის N40-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-8 კორპუსთან, ასევე დიდუბის ქუჩის მეორე შესახვევის N3-თან მდებარე სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, შეიღება და დაიჭიმა.

მათივე ცნობით, ასევე, ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 830 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩის N2-სა და 2ბ-ში, ასევე მირცხულავას ქუჩაზე. მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ ახორციელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს