ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე - 9 წელი ჰქონდა მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა, ძალიან კარგად ხედავთ

მიხეილ სააკაშვილს ცხრა წელი ჰქონდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი, ძალიან კარგად ხედავთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის პრობლემის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს.

ირაკლი კობახიძემ დღეს დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება საჭირო გახდა იმისთვის, რომ დაცული იყოს წესრიგი და რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს.

„მთავარია, რომ ამ საკითხს მშვიდად შევხედოთ და მოლაპარაკებების რეჟიმში გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ჩვენ საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი. სასურველია, რომ დაველოდოთ ოფიციალურ ფორმატს და ამის შემდეგ შეიძლება სხვა ტიპის ზომებზე ვიმსჯელოთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აფასებს ის სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და რა როლი აქვს პრეზიდენტს დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკითხის წამოწევა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთადერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტის მეგობარ სახელმწიფოებთან დიალოგია.

„პრეზიდენტმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. საზღვარი საჭიროებს დემარკაციას, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, რაც ჩვენთვის არის გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის კუთხითაც. არის სირთულეები და სირთულეები რომ არ იყოს, არ გაგრძელდებოდა დისკუსიები 20 წლის განმავლობაში", - აცხადებს კობახიძე.

იხილეთ ვიდეო

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო