კარლო კოპალიანი - მთაწმინდელებო, შავგულიძე დადგა იმ ხალხის გვერდით, ვინც მოკლა სანდრო გირგვლიანი და სულხან მოლაშვილი, ამაზე მეტი ამაზრზენი რა უნდა იყოს?!

მთაწმინდელებო, შავგულიძე დადგა იმ ხალხის გვერდით ვინც მოკლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი სანდრო გირგვლიანი და სულხან მოლაშვილი. ამაზე მეტი ამაზრზენი რა უნდა იყოს?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კოპალიანის თქმით, ის რომ შალვა შავგულიძისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, „ამით ყველაფერი სახეზეა“.

უმრავლესობის წევრმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა.

„ადამიანი, როცა დგება ყოველივე უბედურების ავტორების გვერდით, ის თანამონაწილე ხდება ყველაფრის, ამიტომაც არის მისთვის პატივი სააკაშვილის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ყველაფერი სახეზეა. დასკვნების გამოტანა და სწორი არჩევანის გაკეთება მთაწმინდელებს არ გაგიჭირდებათ. ჩვენ არ ვართ რეჟიმი, ჩვენ არ ვემუქრებით საკუთარ ხალხს სულის ამოხდით. ნურავინ ჩაგვითვლის ამას სისუსტედ და ნუ ისარგებლებს ბოროტად მართლა, უტიფრებო, როგორ ლაპარაკობთ გირგვლიანზე, მისი მკვლელები?!“ - განაცხადა კოპალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა