აკაკი ბობოხიძე - ჩვენ არაფერი აგვიტეხია, უბრალოდ, პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ პროპაგანდას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო

ჩვენ არაფერი აგვიტეხია, უბრალოდ, პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ, შავ პროპაგანდას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია პოლიტიკურ სტანდარტს უნდა ამკვიდრებდეს, მაგრამ "ქართული ოცნება" ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის ნაცვლად სიძულვილს აღვივებს.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წესით პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ამკვიდრებდნენ, რადგან ის მმართველი პარტიაა. ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო სიძულვილს აღვივებს. ლაპარაკობს სიძულვილის ენით და გარემოს ქმნის, სადაც ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობისთვის უბრალოდ ადგილი არ რჩება. ეს ქვეყანას აზიანებს. ამან შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს",-აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს