თბილისის საკრებულომ სამხედრო მოსამსახურე და ავტობუსის მძღოლ ქალებს უმასპინძლა

თბილისის საკრებულოში ღონისძიება „ქალები ბრძოლის გზებზე-განსხვავებული პროფესიები თანასწორობისთვის" გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წოდების სამხედრო მოსამსახურე ქალები და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე მძღოლი ქალები. შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრები, გენდერის საკითხებში თბილისის მერის მრჩეველი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას განცხადებით, ეს შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ფარგლებში დაიგეგმა.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხედრო მოსამსახურე ქალები, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სხვადასხვა ბრძოლაში, ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთში, ერაყსა და ცენტრალურ აფრიკაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე მძღოლი ქალების ნაწილი მერიის მიერ 2018 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში დასაქმდა, ნაწილი კი სატრანსპორტო სფეროში დიდი ხანია მუშაობს,“ - ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიამ განაცხადა, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მარიკა დარჩიამ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ასეთი ქალების ისტორიების წიგნად გამოცემას ეხება.

„ეს შეხვედრა გენდერული საბჭოს ინიციატივით გაიმართა. დღეს მოვიწვიეთ ქალები, რომლებსაც განსხვავებული პროფესიები აქვთ. ამ შეხვედრამ დაგვანახა, როგორი ერთგულები არიან ეს ქალები თავისი საქმის. ეს არის ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც მომავალში ბევრ გეგმას მოიცავს. მაქვს სურვილი, რომ დაიწეროს ამ და სხვა ასეთი ქალების ისტორიები და გამოიცეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოში არსებული ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ქალთა საბჭოს“ წევრები და ტაქსის მძღოლი ქალი ელიკო მენთეშაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი