გია ვოლსკი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე - ვლადიმერ ზელენსკისთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება

მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ, იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილსთვის უკრაინის მოქალაქეობის დუბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.

"უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმერ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება", - აღნიშნა ვოლსკიმ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს