IDFI - 2013-2017 წლებში 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში სულ 1 543 გადაწყვეტილება შევიდა

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა IDFI-მ 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობების ანალიზი მოახდინა. როგორც IDFI-დან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ანალიზის შედეგების მიხედვით 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში სულ 1,543 გადაწყვეტილება შევიდა;

მათივე მონაცემებით, ყველაზე მეტი/831 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ იყო. სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად საჯარო დაწესებულებებს სულ 1 631 603.36 ლარი დაეკისრათ;

IDFI-ს ანალიზის თანახმად, პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა - 188,780.60 ლარი; ხოლო სამინისტროების შემთხვევაში ყველაზე დიდი თანხა - 135,974.8 ლარი დაეკისრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საჯარო დაწესებულებებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში - 57,909 ლარი; სამინისტროებს შორის დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში - 7,157 ლარი იყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა