ტექდათვალიერების გავლის მიზნით, ავტომობილების მფლობელების ნაწილი საბურავებს, ფარებს და სხვა აღჭურვილობას ქირაობს

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელები ტექინსპექტირების გავლის მიზნით, საბურავებს, ფარებს, ცეცხლმაქრებს და სხვა აღჭურვილობას თხოულობენ.

მათივე ინფორმაციით, ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის ინსპექტირების გასავლელად თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე.

ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა ავტომფლობელების მიერ ინსპექტირების გავლის მიზნით ერთჯერადი მანიპულაციების გამოყენება. მათ შორის, მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება.

კვლევის მეორე ეტაპმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

იხილეთ ვიდეო: ხარვეზები და გამოწვევები, რომელიც პერიოდულ ტექინსპექტირებას თან ახლავს

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება