„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს პროექტ „ტოიოტა პლუსს“ სთავაზობს

ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს პროექტ „ტოიოტა პლუსს“ სთავაზობს.

როგორც ,,ტოიოტას“ ცენტრიდან ,,ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, საავტომობილო ბაზარზე გაჩენილი ამ ახალი შესაძლებლობით, მომხმარებელი ყოველგვარი გაუთვალისწინებელი რისკებისგან მაქსიმალურად დაზღვეულია, მაშინ, როდესაც არასასიამოვნო სიურპრიზებს მყიდველი ხშირად აწყდება ავტომანქანის შეძენისას აუქციონზე, ვებგვერდის მეშვეობით თუ ავტობაზრობაზე.

მათივე ინფორმაციით, „ტოიოტა პლუსი“ „ტოიოტა მოტორ ევროპის“ მიერ შექმნილი პროექტია და ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მეორადი ავტომობილი დილერს საბაზრო ფასად ჩააბაროს და სურვილის შემთხვევაში, ახალი ავტომობილი გაიყვანოს, რა დროსაც მხოლოდ ფასთა შორის სხვაობას დაფარავს.

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ახლის შეძენის გარეშეც შეუძლია ძველი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჩაბარება, თუ მისი ავტომობილი „ტოიოტა პლუსის“ პროექტით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა განმარტავს, „ტოიოტა პლუსი“ საერთაშორისო პროექტია და მისი ამოქმედებით „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ცდილობს, მომხმარებელს ახალი თაობის ავტომობილის შეძენის გზები გაუმარტივოს, ასევე, თავად შეიძინოს ტოიოტას მეორადი ავტომანქანები, ტექნიკურად მაქსიმალურად გამართოს და მომხმარებელს მისაღებ ფასად შესთავაზოს. მისი თქმით, „ტოიოტა კორპორაცია“ ზოგავს მომხმარებლის დროს და ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე.

„მთავარია, ჩვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, ტექნიკურად რამდენად გამართული მეორადი ავტომობილები დახვდება მას „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ან როგორს ჩავიბარებთ მისგან. პირველ რიგში, ავტომანქანის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს, მისი გარბენი არ უნდა სცდებოდეს 160 000 კმ-ს, არ უნდა იყოს ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ეს ის ძირითადი პარამეტრებია, რომლითაც ჩვენ შევარჩევთ ძველ ავტომანქანებს იმ მიზნით, რომ მხოლოდ საუკეთესო დავახვედროთ მეორადი ავტომანქანის შეძენის მსურველებს“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თუ მეორადი ავტომანქანა ჩამოთვლილ პარამეტრებს დააკმაყოფილებს და ტექნიკურად გამართული იქნება, მაშინ მომხმარებელს სრული გარანტია ექნება, რომ თავიდან აიცილოს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც უმეტესწილად, მოჰყვება ავტომობილის აუქციონის წესით, ადგილობრივ ბაზარზე ან ვებგვერდის მეშვეობით შეძენას. ნინო გაგუა განმარტავს, რომ ახალი პროექტით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენის მსურველებს საუკეთესო გზას სთავაზობს და რისკებისგანაც მაქსიმალურად აზღვევს.

„ტოიოტა პლუსი“ ქართველი მომხმარებლისთვის, პრაქტიკულად, უკონკურენტო და საინტერესო შეთავაზებაა. პროექტს სამი მიმართულება აქვს. ერთ-ერთი მთავარი - „თრეიდ ინის“ ოფციაა, რაც შემდეგში მდგომარეობს: მომხმარებელი ტოიოტას ძველ ავტომანქანას ჩააბარებს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, ავტომანქანა გაივლის ტექნიკურ შემოწმებას ჩვენს სერთიფიცირებულ სერვისცენტრში - ეს, დაახლოებით, ერთსაათიანი პროცედურაა და მიიღებს ავტომობილის საბაზრო ფასს. თანხმობის შემთხვევაში, სანაცვლოდ, მას შეუძლია შეარჩიოს ტოიოტას ახალი ავტომობილი, ფასთა შორის სხვაობა კი დაფაროს ნაღდი ანგარიშსწორებით, ბანკის მეშვეობით ან სალიზინგო კომპანიის დახმარებით“, - ამბობს ნინო გაგუა.

მეორე მიმართულების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ოფიციალურ დილერთან მხოლოდ ძველი ავტომანქანის ჩაბარების მომსახურებით ისარგებლოს ან მესამე მიმართულება აირჩიოს და ცენტრში მეორადი ავტომანქანა შეიძინოს.

„მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სთავაზობს დაზოგოს დრო და ავტომანქანა არ ეძებოს ავტობაზრობასა და საიტებზე, თავიდან აირიდოს ყოველგვარი რისკი და საუკეთესო ფინანსური პირობებით შეიძინოს მეორადი ავტომანქანა, რომელსაც 2-წლიანი საგარანტიო მომსახურება მოჰყვება. საგარანტიო მომსახურება, თავისი შინაარსით, პრაქტიკულად, იდენტურია ცენტრში შეძენილი ახალი ავტომანქანის საგარანტიო მომსახურებისა. მომხმარებელი აბსოლუტურად დაზღვეული იქნება იმ მხრივ, რომ შეიძენს „სუფთა ისტორიის“ მქონე ავტომანქანას, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერთიფიცირებულ სერვისცენტრში ტექნიკურად მრავალმხრივ შემოწმებულს და შესაბამისად, ტექნიკურად მთლიანად გამართულს. 2-წლიანი გარანტია, ასევე, მოიცავს ევაკუატორისა და მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების უფასო მომსახურებას, სერვისებზე ფასდაკლებით სარგებლობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი მოიპოვებს იმ სიმშვიდეს, რაც თან ახლავს გამართული ავტომობილის მართვას“, - აცხადებს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროექტი „ტოიოტა პლუსი“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. პროექტით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის: 032 2511 032 2 522 022, www.toyota-tbilisi.com ” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა