კობა გვენეტაძე გაზრდილ კიბერდანაშაულზე - ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება, არსებობს ზომები, რომლებიც მოსახლეობამ უნდა მიიღოს რისკის შესამცირებლად

რა თქმა უნდა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ, მათ აქვთ ამის ჩარჩო, რომლის სრულყოფაზე მუდმივად ვმუშაობთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლებმა თავისი როლი შეიტანონ ასეთი რისკების შემცირებაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საბანკო სექტორში გახშირებული კიბერდანაშაულის ფაქტების კომენტირებისას განაცხადა.

კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ სებ-ი მუდმივად მუშაობს ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად და ითვალისწინებს ამ მხრივ საერთაშორისოდ არსებულ გამოცდილებას. ამასთან, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მომხმარებლების მხრიდან მეტი სიფრთხილის გამოჩენა.

„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება, არსებობს ზომები, რომლებიც მოსახლეობამ უნდა მიიღოს რისკის შესამცირებლად.

ვებმისამართის საიმედოობის გადამოწმებაა მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა შევაფასოთ ვებგვერდის შიგთავსი. სოციალურ ქსელში არსებულ შეთავაზებებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. არ უნდა გადავცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები. შევიმუშავეთ ჩარჩო კომერციული ბანკებისთვის, რომლებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები კიბერშეტევებთან დაკავშირებით", - აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, 2-3 კვირის წინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა საბანკო-საფინანსო მომსახურების ყალბ გვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილება, სადაც სებ-მა მოქალაქეებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა ფინანსური და პირადი მონაცემებს ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.

„ზოგადად, დღესდღეობით კიბერუსაფრთხოება ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორადაა მიჩნეული.

ფიშინგის და სხვა კიბერდანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა სხვადასხვა რეკლამებს და მიღებულ ინფორმაციებს დიდი ყურადღება მიაქციონ. ამასთან, თავად ფინანსური ორგანიზაციებიც მუშაობენ უსაფრთხოების გაზრდისთვის. კონკრეტული შემთხვევების განზოგადება რთულია და კონკრეტული შემთხვევა, რომელიც არსებობს უნდა იქნას განხილული საფინანსო ორგანიზაციასა და კლიენტს შორის,"-აცხადებს კობა გვენეტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა